სამშაბათი, 2024-03-19, 5:47 AM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » სიყვარულზე ლექსები


I LOVE YOU...I don't mind you read my stuff.. i don't have shame to admit that you still have the body that i desire and the affections that i dream every night... I'm still completly in love with your eyes... with your way to talk and gestures... for the way you involve me and make me give up from all the things that i'm attracted for... don't try to understand what i write.. you'll never make it... I think you're afraid.. i don't. I Lost it.
I make mistakes, i made them before and i'll continue to make them.Thats my verb. That's me...and isn't what's left... is what's to come...
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1964 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (0)




Forget his name, Forget his face,
Forget his kiss, his warm embrace
Forget the love that you once knew
Remember he has someone new.
Forget him when they play your song,
Forget you cried the whole night long,
Forget how close you two once were,
Remember he has chosen her.
Forget you memorized his walk,
Forget the way he used to talk,
Forget the things he used to say,
Remember now he's gone away.
Forget his laugh, Forget his grin,
Forget the dimple on his chin,
Forget the way he held you tight
Remember he's with her tonight.
Forget the time that went so fast,
Forget the love that now is past,
Forget he ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1900 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (1)




სიყვარული არის ფაცხა,
ამ ფაცხაში დამრჩა რაცხა,
დამეხმარეთ ვინცხამ რაცხა
სიყვარულმა დამამარცხა......

:D
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1544 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (1)


გახსოვთ, ვიყავით ერთად დღე-ღამე,
ვარსკვლავებს ფიქრებს ვუზიარებდით,
მთვარეც გვიცქერდა ხან თქვენ და ხან მე,
მზე დაგვნათოდა... ვუნიავებდით...

გახსოვთ, რამდენი ცრემლი გვდენია,
ხან ვერ გვიძლებდა ვეღარც ცხოვრება,
ჩვენს სულებში ხომ დუღდა გენია,
ჩვენი სიბრიყვეც გემახსოვრებათ...

გახსოვთ, მესროლეთ მაშინ ის გუნდა
თუმცა მეტკინა მაინც მომცილდა,
გემახსოვრებათ ჩვენი იუდა,
-ჩვენს იესოს რომ ლოყას კოცნიდა...

-გახსოვთ ყვავილებს როცა ვტკეპნიდით?
-მინდორზე წოლა, თავდავიწყებით?
მე საუკუნო ძმობას შეგპირდით,
მე არასოდეს დამავიწყდებით
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1414 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (0)



მოყევი სიტყვებით მოყევი ფრაზებით
მოყევი უჩუმრად მალული აზრებით
აიღე ფურცელი გაავლე ხაზები
რაიყო თამამად კიარ გიბრაზდები

დახატე ის რასაც შენ გული გკარნახობს
დამალე ფურცელი უცხომ რომ არ ნახოს
რაიცი რას იტყვის იქნებ ვერ გაიგოს
იქნებ მოეწონოს და თანაც წაიღოს

აიღე ფურცელი და გულთან დამალე
ამ სიტყვებს ნუ ელი იჩქარე თან მალე
რომ მნახავ უჩუმრად უსიტყვოდ მომეცი
ნუ მეტყვი ახლავე პასუხი გამეცი

მაცადე გავიგო ჩემს გულში გავივლო
გრდზნობები რომელიც ფურცელზე დახატე
მაგრამ შენ გულმა უჩუმრად გაგიგო
და გიტხრა გრდზნობები სათუთად დამალე
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1566 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (0)

პოეტების სამოთხე

ვიცი დადგება დრო მიცვალების,
ვიცი ოდესღაც წარღვნის დროც მოვა,
მარამ იქნება დრო ბრწყინვალების
როცა მიხილავს საიათნოვა...

როცა შევხვდები გოგლას, გელოვანს
ბარათაშვილი რომ მნახავს დაჭრილს,
საფლავის ქვაზე ფურცლებს ფენოვანს
გავატან მზითვად ლექსების აჩრდილს...

და თუ მეუფეც გამესაუბრა
და ანგელოზთა ბატალიონი,
-მაშ უკურთხიათ პოეტთა სუფრა
და სუფრის თავში გალაკტიონი...

სადღეგრძელო კი ლოცვის გარდა
მე როგორც მითხრეს სამია,
ჩემ ოცნებებსაც აეხდება ფარდა
თუ იქ ცარიელი სკამია..
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1696 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (0)

 

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1495 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (0)

 
მინდა ჩაგიხუტო მაგრად,
მინდა რაღაც გითხრა ყურში,
მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ
და შენს ნაფეხურებს ვკოცნი.

ისევ მომენატრე ძლიერ,
ისევ ამედევნე ფიქრად
ჩუმად გელოდები მაგრამ,
ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად.

ვიცი უშენობა მომკლავს,
ვიცი დავიღვრები ცრემლად,
მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი
და ფიქრებს მოვყავარ შენთან
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1177 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (0)



მენატრები...იცი როგორ მენატრები?!-
მელანდები.....
ძლიერ მწადდი.. იცი როგორ ძლიერ მწადდი?!
შენ კი წადი...
მესიზმრები,ისე ხშირად მესიზმრები,
გეფიცები,ჩემი საფიცარი მხოლოდ შენ იქნები...
იცი რაა მონატრება საშინელი,
რაცა გტანჯავს მარტოობის ბნელი ღამე?
დამეხმარე....
და თუ მართლაც შენ მიწამლებ,გეფიცები,
რომ სიცოცხლის არასოდეს დავთვლ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 2564 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (1)

* * *


ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო,
სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარა
და შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს.
ყველაზე ერთგულს და ყველაზე უფრო ახლობელს
გაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე,
და ახსოვს, რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდეს
გარდაცვლილისაც — ნაკვთებში რომ იგროვებს ნაღველს...
აჰა, მურდალი ბედისწერის ნამოქმედარი,
მან სისაძაგლე ჩაიდინა, როგორც გმირობა,
ის მთელი ღამე ცხენზე იჯდა, — უნდო მხედარი,
მერე ელოდა ცრემლს, სინანულს და... გულგრილობას!
ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც არ ამხელდა ამ მარტოობას,
უკვე დაკრძალვის რიტუალმაც გადაიარა,
ბედისწერა კი მაი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1283 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (1)


აღარ გიყვარვარ რა შემიძულე?
რატო მითხარი რად მომიძულე!?
თვალს ცრემლი მითხარ რად აიძულე?
მითხარ ეს გული რად მოიძულე!?
მითხარი მიდი მითხარი რომ შენ
აღარ გიყვარვარ, გძულვარ ვერ მიტან,
მითხარი, მიდი, მითხარი, რომ შენ,
შენ ჩემთან ყოფნას ვეღარ აიტან.
გახსოვს წარსული ხვევნა და სითბო?
უშენოდ გული როგორ გავითბო?
აჰა ეს გული სხეულმა გითმო
წადი ვაიღე გულმაც გადითმო.
წადი და უკან არ მოიხედო,
წადი და გთხივ რომ თან მიმიხედო,
გულს ატირებულს ცრემლად დანამულს,
გულს ატირებულს დარდად დაკაზმულს.
ეჰ მახსენდება ტკბილი ფერები,
ვკვდები რომ ეხლა ვერ გეფერები,
დრო მოვა, შენ სხვას მოეფერები
მე რომ მოვკვდები, მომეფერები?
გახსოვს რაც ჩვენში ლეყსად დაიწყო?
ის ლექსად უნდა მორჩეს დამთავრდეს! ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1734 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (4)



შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები
რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები
დრო გავა მეტყვი”იზრუნე თავზე,
მე სულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე.”

ეს არ იქნება ჩემთვის ახალი
ვიცი ოდესმე ამას გავიგებ
თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი
რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ,

ერთ დღეს მოგართმევს ვინმე ბუკეტებს
მოგეწონება თვალები მისი
შენ დაინახავ მასში უკეთესს
ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი,

წლები გავა და გული დაგწყდება
ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება
მიხვდები მაშინ თუ ვინ გყოლია
რომ ჩემ სიყვარულს ძალა ჰქონია,

მე ეს არმინდა ოდესმე მოხდეს
რომ ჩემს დიდ გრძნობებს ცუდი რამ მოჰყვეს
არ მინდა შენში ის დავინახო
ვისაც არ ველი ის ავისახო
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1172 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)


სტიროდნენ ერთად ჭიანურები
და სალამური ტკბილი ხმიანი;
სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები,
თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.

ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები
უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით;
_ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?”
_ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! სთქვი გარკვევით!”

ბაგენი ლალის, მღერდნენ სიმთვრალეს,
პასუხი ალის ისმოდა ნელი.
“ჩვენ დავიღალეთ”, _ “ჩვენ დიდხანს გელით”
“შენ სედან მოხვალ?” _ “შორეულ ველით”
“ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!”

და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ,
როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში.
ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ..
მე ვგრძნობ შვენებას.. ვცხოვრობ სიზმარში.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1174 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)


ღამე გამეფდა ღრუბლიან ცაზე,
ჩემს სახურავზე ანათებს მთვარე,
ყოველთვის ვტირი ამ სიმღერაზე
თუ მენატრები და თუ ვერ გნახე.

შენზე ფიქრია, რომ ადნობს სანთელს,
და ჩემი გრძნობა, რომ უძლებს ამდენს _
შენს გამოხედვას, ამღვრეულ თვალებს,
არ ვიცი კიდევ აიტანს რამდენს.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1050 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)


ფიქრი – იმღვრევა,
ნისლი – იმქვრევა,
ცხოვრება – ირევა წამში,
დავდივართ,
დავეძებთ,
ვპოულობთ და ვკარგავთ
ცხოვრების თნამგზავრს ხალხში,
გეძებდი...
გიპოვე...
და ისევ დაგკარგე,
თითქოს – არ იყავი ის კაცი...
და ისევ...
ფიქრები – აიმღვრა,
ნისლები გაქრა და...
ცხოვრებაც აირია წამში.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 940 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)

1 2 3 »