* * * - 19 ივნისში 2009 - ნანა მე შენ მიყვარხარ

სამშაბათი, 2016-12-06, 11:12 AM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » ივნისი » 19 » * * *
12:38 PM
* * *

სტიროდნენ ერთად ჭიანურები
და სალამური ტკბილი ხმიანი;
სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები,
თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.

ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები
უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით;
_ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?”
_ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! სთქვი გარკვევით!”

ბაგენი ლალის, მღერდნენ სიმთვრალეს,
პასუხი ალის ისმოდა ნელი.
“ჩვენ დავიღალეთ”, _ “ჩვენ დიდხანს გელით”
“შენ სედან მოხვალ?” _ “შორეულ ველით”
“ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!”

და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ,
როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში.
ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ..
მე ვგრძნობ შვენებას.. ვცხოვრობ სიზმარში.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 501 | დაამატა: baqari-lasha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]