მთავარი » 2009 » ივნისი » 21 » პოეტების სამოთხე
|
ვიცი დადგება დრო მიცვალების, ვიცი ოდესღაც წარღვნის დროც მოვა, მარამ იქნება დრო ბრწყინვალების როცა მიხილავს საიათნოვა...
როცა შევხვდები გოგლას, გელოვანს ბარათაშვილი რომ მნახავს დაჭრილს, საფლავის ქვაზე ფურცლებს ფენოვანს გავატან მზითვად ლექსების აჩრდილს...
და თუ მეუფეც გამესაუბრა და ანგელოზთა ბატალიონი, -მაშ უკურთხიათ პოეტთა სუფრა და სუფრის თავში გალაკტიონი...
სადღეგრძელო კი ლოცვის გარდა მე როგორც მითხრეს სამია, ჩემ ოცნებებსაც აეხდება ფარდა თუ იქ ცარიელი სკამია..
|
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები |
ნანახია: 1719 |
დაამატა: baqari-lasha
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|