ხუთშაბათი, 2024-04-25, 11:33 AM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » ივნისი » 19

აღარ გიყვარვარ რა შემიძულე?
რატო მითხარი რად მომიძულე!?
თვალს ცრემლი მითხარ რად აიძულე?
მითხარ ეს გული რად მოიძულე!?
მითხარი მიდი მითხარი რომ შენ
აღარ გიყვარვარ, გძულვარ ვერ მიტან,
მითხარი, მიდი, მითხარი, რომ შენ,
შენ ჩემთან ყოფნას ვეღარ აიტან.
გახსოვს წარსული ხვევნა და სითბო?
უშენოდ გული როგორ გავითბო?
აჰა ეს გული სხეულმა გითმო
წადი ვაიღე გულმაც გადითმო.
წადი და უკან არ მოიხედო,
წადი და გთხივ რომ თან მიმიხედო,
გულს ატირებულს ცრემლად დანამულს,
გულს ატირებულს დარდად დაკაზმულს.
ეჰ მახსენდება ტკბილი ფერები,
ვკვდები რომ ეხლა ვერ გეფერები,
დრო მოვა, შენ სხვას მოეფერები
მე რომ მოვკვდები, მომეფერები?
გახსოვს რაც ჩვენში ლეყსად დაიწყო?
ის ლექსად უნდა მორჩეს დამთავრდეს! ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1740 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (4)



შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები
რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები
დრო გავა მეტყვი”იზრუნე თავზე,
მე სულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე.”

ეს არ იქნება ჩემთვის ახალი
ვიცი ოდესმე ამას გავიგებ
თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი
რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ,

ერთ დღეს მოგართმევს ვინმე ბუკეტებს
მოგეწონება თვალები მისი
შენ დაინახავ მასში უკეთესს
ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი,

წლები გავა და გული დაგწყდება
ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება
მიხვდები მაშინ თუ ვინ გყოლია
რომ ჩემ სიყვარულს ძალა ჰქონია,

მე ეს არმინდა ოდესმე მოხდეს
რომ ჩემს დიდ გრძნობებს ცუდი რამ მოჰყვეს
არ მინდა შენში ის დავინახო
ვისაც არ ველი ის ავისახო
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1175 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)


სტიროდნენ ერთად ჭიანურები
და სალამური ტკბილი ხმიანი;
სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები,
თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.

ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები
უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით;
_ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?”
_ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! სთქვი გარკვევით!”

ბაგენი ლალის, მღერდნენ სიმთვრალეს,
პასუხი ალის ისმოდა ნელი.
“ჩვენ დავიღალეთ”, _ “ჩვენ დიდხანს გელით”
“შენ სედან მოხვალ?” _ “შორეულ ველით”
“ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!”

და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ,
როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში.
ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ..
მე ვგრძნობ შვენებას.. ვცხოვრობ სიზმარში.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1176 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)


ღამე გამეფდა ღრუბლიან ცაზე,
ჩემს სახურავზე ანათებს მთვარე,
ყოველთვის ვტირი ამ სიმღერაზე
თუ მენატრები და თუ ვერ გნახე.

შენზე ფიქრია, რომ ადნობს სანთელს,
და ჩემი გრძნობა, რომ უძლებს ამდენს _
შენს გამოხედვას, ამღვრეულ თვალებს,
არ ვიცი კიდევ აიტანს რამდენს.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1056 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)


ფიქრი – იმღვრევა,
ნისლი – იმქვრევა,
ცხოვრება – ირევა წამში,
დავდივართ,
დავეძებთ,
ვპოულობთ და ვკარგავთ
ცხოვრების თნამგზავრს ხალხში,
გეძებდი...
გიპოვე...
და ისევ დაგკარგე,
თითქოს – არ იყავი ის კაცი...
და ისევ...
ფიქრები – აიმღვრა,
ნისლები გაქრა და...
ცხოვრებაც აირია წამში.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 944 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)



ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,

ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 960 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)


შენი სახელი, მარად ნათელი
გულში ანთია როგორც ლამპრაი
ის სნეულების განმკურვნელია,
და სიყარულის კი წინაპარი.
გულში ამოვჭერ ეგ ასოები,
გარს შემოვარტყი ბროლი მზივისა,
რათა ვსუნტქავდე, ვიმეორებდე,
როგორც ნიავი რიჯრაჯ დილასა.
შენი ტვალები ჩემზედ შეჩერდნენ,
ჩემი თვალები შენ სახის ჩრდილზე,
მოდი ჩამკიდე სატნო ხელები,
პატარა ლექსის გამოზახილზე.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 963 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)

Love Match

კატეგორია: სიყვარულის კლიპები | ნანახია: 1016 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)