პარასკევი, 2024-03-29, 3:13 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » ივნისი » 17 » 7 ჯადოსნური სიტყვა
6:18 PM
7 ჯადოსნური სიტყვა


როგორ ძალიან მომენატრე იცი? იცი რა ცუდად ვარ უშენოდ? როდესაც არ გელაპარაკები თავს მარტოდ ვგრძნობ, შენ მე სიცოცხლის უნარს მაძლევ, თითქოს შენთან ლაპარაკის დროს,თვალებით მეუბნები იცოცხლეო ჩემთვის, განა არღირს რომ ჩემთვის იცოცხლო? მე კი გეტყვი, გეტყვი რომ შენთვის ვცოცხლობ, ვცოცხლობ იმიტომ,რომ შენთვის ღირს, სიცოცხლე თუნდაც ერთი წამით... 

ეს ერთი წამიც საკმარისია იმიტომ, რომ მეტი დრო არ მაქვს ალბათ და რომც მქონდეს არ მინდა! არ მინდა იმიტომ, რომ მინდა რომ ჩემგან შორს იყო რადგან... ასე უფრო ძლიერ მეყვარები და უფრო მეტ ინტერესს აღძრავ ჩემში !!!


შენ ჩემთვის მრავალგვერდიანი წიგნი ხარ, ზუსტად ის წიგნი, რომელსაც ბოლო ფურცელი აკლია და მე მის ძებნას შევალიე მთელი ჩემი სიცოცხლე, მთელი ჩემი არსება და... ალბათ ღირდა რომ თუნდაც მაგისთვის მეცოცხლა !!! მეცოცხლა იმისთვის, რომ ამ ბოლო ფურცლისთვის შემელია მთელი ჩემი სიცოცხლე !!! 


შენი გული მე მეკუთვნის, ეგ პაწაწინა გული, რომელიც ისეთი მგრძნობიარეა რომ ჩემი ერთი სიტყვა ასე აღაგზნებს მას !!! როგორ მინდა რო მის ცემას მოვუსმინო და აი... მე მესმის უკვე, რა საყვარლად ცემს... მე მას ყურს ვუგდებ და ჩემი გულიც შენი გულისცემას ჰყვება !!!


როგორ მომწონს შენი ხმის ტემბრი როდესაც სევდა გაჰკრავს, სევდა ხომ სიყვარულის თანამგზავრია და მე მჯერა და მწამს, რომ შენც ისე ძლიერ გიყვარვარ როგორც მე !!!


შენი თვალები ისეთი მგრძნობიარეა რომ როდესაც ვუყურებ თუ როგორ ანთია მასში ცეცხლის ალი და მეც... ნებსით თუ უნებლიედ ვვარდები მასში და ვიწვი !!!


შენი თმები ისე ბზინავს რომ შემიძლია შევადარო ჩანჩქერს, ოღონდ შორიდან შემყურეს, რა ლამაზად ჩამოდის მაღლიდან და რა ლამაზად ეხეთქება იქ, სადაც არავის მიესვლება და არავის მიეკარება გარდა ერთისა,ის ერთი მე ვარ, ოღონდ განა ძალით შევედი მასში არა, შენთვითონ მომეცი უფლება რათა შევსულიყავი და მეთარეშა !!!


შენი კანის სურნელი ვარდის სურნელს ჰგავს, რომელიც გაზაფხულზე ხარობს და მოწყვეტას ლამობს მაგრამ... ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი რადგან... მას ეკალი იცავს და არავის იკარებს გარდა ერთისა, ის ერთიც მე ვარ !!!


შენი კანის ფერი შოკოლადის ფერს წააგავს, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, მიყვარს განა იმიტომ რომ შენ ხარ მასავით ტკბილი არა, ისაა ტკბილი შენსავით !!!

შენ ხარ ღმერთისგან შექმნილი არსება და ჩემი ხელით დახატული და მართლაც... ეს ასეა !!!


და ბოლოს, მე ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა შენთვის, რასაც ვამბობ და რაც გითხარი, ყველაფერი გულიდანაა ამოღებული, გულმა გონებას უკარნახა, გონებამ კი ჩემს მარჯვენას... მარჯვენამ კი დიდი სიმარჯვით შეასრულა გონების ნაკარნახევი...


და აი... იმ წიგნის ბოლო ფურცელი მეთვითონ დავწერე, დავწერე იმიტომ, რომ არ მქონდა საშუალება მეპოვა მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე... მაგრამ ეს არაა დასასრული, დამრჩა მხოლოდ შვიდი ჯადოსნური სიტყვა, ღომელსაც ყურში გეტყვი და რომელსაც არასდროს არავის არ ეტყვი შენი სიცოცხლის მანძილზე !!! ეს გვეცოდინება ჩვენ : მე, შენ და ღმერთს !!!
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1482 | დაამატა: baqari-lasha | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]