შაბათი, 2019-11-23, 4:11 AM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » მარტი » 13

ხომ შეიძლება გულით გსურდეს და
ვერ შეიყვარო მაინც...
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს,
ვერ შეიძულო მაინც...
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1513 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-13 | კომენტარი (4)

არა, ეს მე არ მომიგვრია თქვენთვის ნაღველი,
მე არ ვყოფილვარ სამშობლოსაგან ღირსი გაცემის,
ეს მზის აღლუმი ელვარებდნენ მელნის ლაქები
და ლაპლაოებდნენ, ვით მოცხარის მწიფე მარცვლები.

და სისხლი ჩემი აზრების და ჩემი რვეულის
გაჟღენთილიყო ფერით ძახველის,
განუყრელი ვართ აწი მე და ეს ძოწეული.
არა, ეს მე არ მომიგვრია თქვენთვის ნაღველი.

ეს წუხელ მწუხრი ირწეოდა სასოწარკვეთით,
სულაწეწილი მოწიწებით გიწნავდათ მახეს,
ეს ჩრდილი მაჯას გასინჯავდათ, წნელით გაკვეთილ
ღობეზე მდგარი მინდვრებისკენ იშვერდით სახეს
და წრიალებდით კუტიკარის წებოს აკრული
სულ წალეკილი ნაცრით, ვარდით და კარბუნკულით.

ეს მთელმა სთველმა მიწებებულ იარლიყებით
წნორების მიღმა, მზის ცხელ გულზე დახრილ თვალ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 904 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-13 | კომენტარი (0)



ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1369 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-13 | კომენტარი (1)


თოვლის ფიფქივით გაქრება დრო
და თან წაიღებს ოცნებას ბევრს.
ჩვენ შემოვრჩებით ლამაზ სიმღერად
ძველ ისტორიას დღეს.

იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს,
არ მიეკედლო სხვას!
შეხედე თეთრად მოღრუბლულ ცას,
ის ხომ შენს ფიქრებს ჰგავს.

დათვალე დროის მწველი წუთები
და არ ჩამორჩე გზას,
გაფანტე ცაზე შავი ღრუბელი,
გულს ნუ მიანდობ სხვას!

მაშინ ცხოვრებაც აღარ გაწვალებს
როგორც შესაწირ კრავს,
უცნაურად არ მოგეჩვენება
ბუნების მკვეთრად ცვლა.

იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს
და გაუყევი გზას...


კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 698 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-13 | კომენტარი (0)

მეგონა,გაექეცი ჟღალისფერ სიზმარს,
მეგონა, შეიცანი სხივები მზისა,
გული კი მაინც, რატომღაც თრთის და-
თურმე დაუჭრიხარ შხამიან ისარს...

მე არ ვუსმენდი ცხოვრების მისანს
და ჭეშმარიტად ვებრძოდი სიტყვას,
თემიდას სიტყვას და დიკეს რისხვას,
ამ ოცნებების ვარდისფერ გრიგალს.

ყურში ჩაგესმა პეითოს გმინვა
და მაშინ დადე ჰორკოსი წმინდა,
რომ შეებრძოდი სიცრუეს მცინარს
ამ ერთი ბეწო ცხოვრების ტირანს!

გაისმებოდა ეპინიკია...
ჩვენი ცხოვრება ბევრი ფიქრია,
ზოგი მცირეა,
ზოგი დიდია,
ბევრი სწორია, ბევრიც ფლიდია,

მაგრამ გაისმა აილინოსი,
და შენც აბღავლდი როგორც ნილოსი,
როგორც ფერები კედლის ტილოსი,
ამოიმართა შენს წინ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 915 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-13 | კომენტარი (0)

ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო:
ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა,
ალბათ...
ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი:
"უზრდელი ხარო”–მომახალა,
არც ისე წყნარად.
ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს
გაუგებრობა...
ჩემი ბრალი არ იყო მართლაც,
ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს
და იმის შემდეგ არ მინახავს,
გამქრალა სადღაც.

ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი,
ეს იყო ცივი შიში...
და ამის შემდეგ რეალობა ყველგან ხელს მიშლის.

ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი(ვიყავი მთვრალი),
მაშინ როდესაც კოჭლმა ირონიამ ჩამიქირქილა და ჩამიკრა თვალი.

ერთხელ მოვტაცე უსასრულობას ნორჩი სხეული მხოლოდ, მხოლოდ?!
და სულიც, მაგრამ მივაბარე ორივე სოდომს.
... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 912 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-13 | კომენტარი (0)

კარიბჭეები, ცათამბჯენები
ცხრაკლიტულები...
ცდება გონება–
როცა ყველაფერს რაღაც აკლდება,
როცა ყველაფერს რაღაც შორდება.
ილუზიები, მწველი თვალები,
გაშლილი ფეხები...
გამოცხადება!
ნაკბენი ტუჩზე, ლაქები ლურჯი,
გამოზლაზნდება–გარდაიცვლება.
კარზე კაკუნი, ფეხის ჭრიალი
და მარტოხელა, ავი ყმუილი,
ღამის პეპლები, ხეთა ჩრდილები,
ღია კარები... მზერა... დუმილი...
ამოუცნობი, ცოტა პირქუში,
მთელ ღამეს მასთან ყოფდი სარეცელს,
კრთოდა სახეზე ღიმილის ნერვი,
მის გარდა ყველას ზურგი აქციე,
მის გარდა ყველამ ზურგი გაქცია,
მის გარდა ყველა არის მაქცია,
მის გარდა ყველა შენი მტერია,
ნოტიო აზრში რაღაც სენია!
და მაინც, მძიმე არის ბურუსი,
ხანდახან ხდება, ცდება გონებაც,
შემოგეხევა მუქ ტანზე კაბა,
ნო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 875 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-13 | კომენტარი (0)

სულ ყველაფერი წალეკა წვიმამ, წაიღო ქარმა,
ააფრიალა უმოწყალოდ რაღაც ნაგლეჯიც.
სულ ყველაფერი, რაც მომხდარა, ყალბია ალბათ,
როგორც სტატია სიკეთეზე ერთ ძველ გაზეთში.

შეშინებული შემცქერიან ბავშვის თვალები,
რაღაც უაზრო დაჟინებით, სევდანარევად,
სადღაც გამქრალა ეს სიცოცხლეც, თითქოს წამებში,
ვბოდავ რაღაცას სიმთვრალეში, ალბათ ღამეა.

ღამეა უკვე, საზიზღარი, აღარ ნათდება,
იწვის ბნელეთში გამომწვევად ძველი პატრუქი,
გადაისერა სამართებლით შორი ზმანება,
გადამირაზეს სამუდამოდ ფიქრთა ზანდუკი.

აღარ მშორდება, არ მანებებს დაწერას ხელი,
კანკალებს ჩუმად, დამტვრეული ცხადში სხეულ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 889 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-13 | კომენტარი (1)

გალობა ანგელოზთა–

სხვა მხრივ სიჩუმე,

ჩამქრალი სინათლე–

მხოლოდ სანთლები

არავინ სულიერი–

კედლებზე ფრესკები,

არც ერთი მომლოცველი–

და მაინც ლოცვები,

ღმერთისგან შენდობილი

ამ ქვეყნის ცოდვები,

ტაძრის შუაგულში

ცოლ–ქმრად შეუღლება,

გული მიყვარხარო

სხვა გულს ეუბნება.

ცრემლი დაცემულა

პატარძლის კაბაზე

ცრემლებს უელვია

ნეფის ამაყ თვალზე,

ცრემლებს უცვივნია

მაყართა თოლებიდან

სიკეთის ცრემლები

მოდის დღეს გულიდან

... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 932 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-13 | კომენტარი (0)

ღმერთო

ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო,
უფალო, ძეო ღვთისაო.
ხელი ამართე, დამიცევ,
ძალი არა მაქვს ცდისაო.
შემუსრე ძალი უღვთოთა,
დედაო მაცხოვრისაო.
ძნელია ნემსის ყუნწშია
გაძრომა აქლემისაო...
მიცხონე სული ცოდვილი,
უფალო, ძეო ღვთისაო...
აღმოსავლით და დასავლით
მოგვმადლე შუქი მზისაო.

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 842 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-13 | კომენტარი (1)