ოთხშაბათი, 2024-04-24, 6:16 AM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » მარტი » 13 » ................
5:14 AM
................

თოვლის ფიფქივით გაქრება დრო
და თან წაიღებს ოცნებას ბევრს.
ჩვენ შემოვრჩებით ლამაზ სიმღერად
ძველ ისტორიას დღეს.

იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს,
არ მიეკედლო სხვას!
შეხედე თეთრად მოღრუბლულ ცას,
ის ხომ შენს ფიქრებს ჰგავს.

დათვალე დროის მწველი წუთები
და არ ჩამორჩე გზას,
გაფანტე ცაზე შავი ღრუბელი,
გულს ნუ მიანდობ სხვას!

მაშინ ცხოვრებაც აღარ გაწვალებს
როგორც შესაწირ კრავს,
უცნაურად არ მოგეჩვენება
ბუნების მკვეთრად ცვლა.

იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს
და გაუყევი გზას...


კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 908 | დაამატა: baqari-lasha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]