ხუთშაბათი, 2024-04-18, 1:10 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » მასალის არქივი
თვალები. .

ვუყურებ ცარიელ ჭიქას და გამომყავს სიტყვები ფურცელზე ფიქრის უკუნიდან. მერე ვშლი. წაშლილი სიტყვები - დღის ანასხლეტნი, ანდერძივით ხალხი და ყოველდიურობისაგან დაღლილი თვალები. გამოხედვა მსგავსი გახედნილი ცხენის. მეშინია არ დავემსგავსო მათ. მეშინია მომავლის... უფრო ხვალის, ვიდრე თუნდაც ჩემი სიკვდილის დღის. თითქოს დავნებდი ცხოვრებას - სისუსტით გამოწვეულ სიბინძურეში ჩავეფალი. მე ვგრძნობ, რომ თუ არ შევიცვალე და არ შევცვალე მიმდინარეობა დღეთა ჩემთა, აუცილებლად დავიღუპები. ვერაფერს მივაღწევ და ვერ შევქმნი ცხოვრებაში, ეს კი ჩემთვის დაღუპვაზე მეტია. მიზნის არქონა განაპირობებს სამყაროსადმი ინდიფერენტულს დამოკიდებულებას და ჩემი სურვილებიც თითქოს შეფუთეს უნიჭო ეშმაკებმა! მეც იძულებული ვარ, ვიყო ცუდი და დავკმაყოფილდე შენაფუთით...
< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1697 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (2)

 

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1498 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (0)

 
მინდა ჩაგიხუტო მაგრად,
მინდა რაღაც გითხრა ყურში,
მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ
და შენს ნაფეხურებს ვკოცნი.

ისევ მომენატრე ძლიერ,
ისევ ამედევნე ფიქრად
ჩუმად გელოდები მაგრამ,
ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად.

ვიცი უშენობა მომკლავს,
ვიცი დავიღვრები ცრემლად,
მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი
და ფიქრებს მოვყავარ შენთან
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1179 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (0)



მენატრები...იცი როგორ მენატრები?!-
მელანდები.....
ძლიერ მწადდი.. იცი როგორ ძლიერ მწადდი?!
შენ კი წადი...
მესიზმრები,ისე ხშირად მესიზმრები,
გეფიცები,ჩემი საფიცარი მხოლოდ შენ იქნები...
იცი რაა მონატრება საშინელი,
რაცა გტანჯავს მარტოობის ბნელი ღამე?
დამეხმარე....
და თუ მართლაც შენ მიწამლებ,გეფიცები,
რომ სიცოცხლის არასოდეს დავთვლ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 2570 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (1)

* * *


ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო,
სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარა
და შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს.
ყველაზე ერთგულს და ყველაზე უფრო ახლობელს
გაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე,
და ახსოვს, რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდეს
გარდაცვლილისაც — ნაკვთებში რომ იგროვებს ნაღველს...
აჰა, მურდალი ბედისწერის ნამოქმედარი,
მან სისაძაგლე ჩაიდინა, როგორც გმირობა,
ის მთელი ღამე ცხენზე იჯდა, — უნდო მხედარი,
მერე ელოდა ცრემლს, სინანულს და... გულგრილობას!
ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც არ ამხელდა ამ მარტოობას,
უკვე დაკრძალვის რიტუალმაც გადაიარა,
ბედისწერა კი მაი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1285 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-21 | კომენტარი (1)


ეს არის სასიყვარულო ფოტოების დიდი კოლექცია! სულ 115 ცალია! ძალიან მაგრაბია

ზომა: 6.41 MB

კატეგორია: სიყვარულის სურათები | ნანახია: 8343 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-20 | კომენტარი (8)

Gou.Ge

ინფორმაცია ფილმზე:

დასახელება: April Showers
გამოსვლსი წელი: 2009
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ენდრუ რობინსონ
როლებში: ნა ადამს,მარკ არნოლდ,რომ არლონდ,ტ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ფილმები სიყვარულზე | ნანახია: 1241 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-20 | კომენტარი (0)


აღარ გიყვარვარ რა შემიძულე?
რატო მითხარი რად მომიძულე!?
თვალს ცრემლი მითხარ რად აიძულე?
მითხარ ეს გული რად მოიძულე!?
მითხარი მიდი მითხარი რომ შენ
აღარ გიყვარვარ, გძულვარ ვერ მიტან,
მითხარი, მიდი, მითხარი, რომ შენ,
შენ ჩემთან ყოფნას ვეღარ აიტან.
გახსოვს წარსული ხვევნა და სითბო?
უშენოდ გული როგორ გავითბო?
აჰა ეს გული სხეულმა გითმო
წადი ვაიღე გულმაც გადითმო.
წადი და უკან არ მოიხედო,
წადი და გთხივ რომ თან მიმიხედო,
გულს ატირებულს ცრემლად დანამულს,
გულს ატირებულს დარდად დაკაზმულს.
ეჰ მახსენდება ტკბილი ფერები,
ვკვდები რომ ეხლა ვერ გეფერები,
დრო მოვა, შენ სხვას მოეფერები
მე რომ მოვკვდები, მომეფერები?
გახსოვს რაც ჩვენში ლეყსად დაიწყო?
ის ლექსად უნდა მორჩეს დამთავრდეს! ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1740 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (4)



შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები
რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები
დრო გავა მეტყვი”იზრუნე თავზე,
მე სულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე.”

ეს არ იქნება ჩემთვის ახალი
ვიცი ოდესმე ამას გავიგებ
თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი
რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ,

ერთ დღეს მოგართმევს ვინმე ბუკეტებს
მოგეწონება თვალები მისი
შენ დაინახავ მასში უკეთესს
ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი,

წლები გავა და გული დაგწყდება
ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება
მიხვდები მაშინ თუ ვინ გყოლია
რომ ჩემ სიყვარულს ძალა ჰქონია,

მე ეს არმინდა ოდესმე მოხდეს
რომ ჩემს დიდ გრძნობებს ცუდი რამ მოჰყვეს
არ მინდა შენში ის დავინახო
ვისაც არ ველი ის ავისახო
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1173 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)


სტიროდნენ ერთად ჭიანურები
და სალამური ტკბილი ხმიანი;
სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები,
თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.

ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები
უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით;
_ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?”
_ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! სთქვი გარკვევით!”

ბაგენი ლალის, მღერდნენ სიმთვრალეს,
პასუხი ალის ისმოდა ნელი.
“ჩვენ დავიღალეთ”, _ “ჩვენ დიდხანს გელით”
“შენ სედან მოხვალ?” _ “შორეულ ველით”
“ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!”

და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ,
როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში.
ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ..
მე ვგრძნობ შვენებას.. ვცხოვრობ სიზმარში.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1176 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)


ღამე გამეფდა ღრუბლიან ცაზე,
ჩემს სახურავზე ანათებს მთვარე,
ყოველთვის ვტირი ამ სიმღერაზე
თუ მენატრები და თუ ვერ გნახე.

შენზე ფიქრია, რომ ადნობს სანთელს,
და ჩემი გრძნობა, რომ უძლებს ამდენს _
შენს გამოხედვას, ამღვრეულ თვალებს,
არ ვიცი კიდევ აიტანს რამდენს.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1053 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)


ფიქრი – იმღვრევა,
ნისლი – იმქვრევა,
ცხოვრება – ირევა წამში,
დავდივართ,
დავეძებთ,
ვპოულობთ და ვკარგავთ
ცხოვრების თნამგზავრს ხალხში,
გეძებდი...
გიპოვე...
და ისევ დაგკარგე,
თითქოს – არ იყავი ის კაცი...
და ისევ...
ფიქრები – აიმღვრა,
ნისლები გაქრა და...
ცხოვრებაც აირია წამში.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 942 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)



ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,

ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 958 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)


შენი სახელი, მარად ნათელი
გულში ანთია როგორც ლამპრაი
ის სნეულების განმკურვნელია,
და სიყარულის კი წინაპარი.
გულში ამოვჭერ ეგ ასოები,
გარს შემოვარტყი ბროლი მზივისა,
რათა ვსუნტქავდე, ვიმეორებდე,
როგორც ნიავი რიჯრაჯ დილასა.
შენი ტვალები ჩემზედ შეჩერდნენ,
ჩემი თვალები შენ სახის ჩრდილზე,
მოდი ჩამკიდე სატნო ხელები,
პატარა ლექსის გამოზახილზე.
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 962 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)

Love Match

კატეგორია: სიყვარულის კლიპები | ნანახია: 1015 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-06-19 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 ... 15 16 »