ხუთშაბათი, 2024-03-28, 10:21 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » ივნისი » 17 » სადაც არასდროს გველოდებიან...
7:38 PM
სადაც არასდროს გველოდებიან...


უაზროდ ვღეჭავ კალენდრის ნახევს
კბილებში რჩება დღეთა ფლეთები
სანამ ცხოვრება სამყაროს გახევს,
სანამ ბოლომდე დავიფლეთები...

ალბათ დენტისტი ნახავს ნაკვალევს,
ჩემი დღეებით დარჩენილ შედეგს,
ჩემს შესანდობარ ფიალას დალევს
და ადღეგრძელებს თაობას შემდეგს...

ალბათ ხორციდან სულ მალე გავალთ,
ალბათ ოდესმე ყველგან კვდებიან,
ცოტანი ვტოვებთ, ყველანი წავალთ
-სადაც არასდროს გველოდებიან...
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 904 | დაამატა: baqari-lasha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]