ხანდახან მგონია, რომ... - 17 ივნისში 2009 - ნანა მე შენ მიყვარხარ

შაბათი, 2016-12-03, 2:32 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » ივნისი » 17 » ხანდახან მგონია, რომ...
4:01 AM
ხანდახან მგონია, რომ...


ხანდახან მგონია, რომ... რაგაც მგონია

ხანდახან მგონია რომ,  მზე ვარ, რომელსაც მთვარის ნახვა სურს თუმცა ვერ ხედავს!

ხანდახან მგონია რომ კლდეზე ამოსული ხე ვარ რომელაც ფესვები ვერ აიდგა, და კლდიდან თავქვე დაეშვა!

ხანდახან მგონია რომ, ცხოვრება მიილია და დავრჩი მარტო მე, თუმცა მე მივილიე და არა ცხოვრება!

ხანდახან მგონია რომ, ზღაპრის გმირი ვარ, რომელიც თითქოს და გმირულად იღუპება, მაგრამ გვიღირს კი ასეთი სიკვდილი.

ხანდახან მგონია რომ, აღელვებული ზღვა ვარ, რომელიც საღამოს დაწყნარდება და მშვიდი და უწყინარი ხდება!

ხანდახან მგონია რომ, სიყვარული არ არსებობს, თუმცა მაშინ რა მკლავს და რა მწვავს თუ ეს მგონია!

ხანდახან მგონია რომ, სამყარო მშვენიერია, თუმცა არც იმდენადაც რამენადაც მე ეს მგონია!

ხანდახან მგონია რომ, ცამდე ავაწვდენ ხელებს და იმ ვარსკვლავს მოვწყვიტავ რომლისთვისაც ღირს ცხოვრება!

ხანდახან მგონია რომ, გულში ჩაგიკრავ ჩაგიხუტებ, ისე ჩაგიხუტებ რომ ჩემად შეგიგრძნობ, თუმცა მგონია! 

ხანდახან მგონია რომ, შანსი რომ მქონდეს ყველაფერს გავაკეთებდი ბედნიერებისათვის!

ხანდახან მგონია რომ, უშენოდ ცხოვრებას შევძლებ და ალბათ შევძლებ იქნებ ჩემი ხვედრიც სწორედ ას არის!

ხანდახან მგონია რომ, საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ. თუმცა ეს არ მგონი დანამდვილებიტ ვიცი! 

ხანდახან მგონია რომ, მე ბევრი რამე მგონია!

კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 631 | დაამატა: baqari-lasha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]