სამშაბათი, 2024-03-19, 8:10 AM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » მარტი » 21

 


ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად

იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,

მოგეფერებოდი უსასრულოდ

< ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1919 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-21 | კომენტარი (2)


biggrin
 biggrin
 
 
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა
ცხოვრება... ძალზე ძნელი .
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 906 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-21 | კომენტარი (0)


უცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე...
არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1273 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-21 | კომენტარი (0)



სიკვდილის ზღვარზე, სიცოცხლის ბოლოს,
მე მახსენდება განვლილი წლები,
მე მაგონდება ჩემი ცხოვრება
და მერე ვხვდები რომ მალე ვკვდები.
უცებ ვიხსენებ იმ მოგონებებს,
იმ მოსაგონრებს და მონაგონრებს,
რომელიც უკვე აქამდე მომდევს
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1456 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-21 | კომენტარი (0)



ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა
სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ,
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა,
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1435 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-21 | კომენტარი (0)

დედიკო :*


ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...

ვიცი,ერთხელაცდაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...

ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...
და საუკუნოდ მეყვა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1907 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-21 | კომენტარი (3)


 



სიკვდილის შემდეგ
დადგება ზამთარი...

მოვკვდები
ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და
ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და:
ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1138 | დაამატა: baqari-lasha | თარიღი: 2009-03-21 | კომენტარი (0)