ბოლოთქმა - 13 მარტში 2009 - ნანა მე შენ მიყვარხარ

ორშაბათი, 2016-12-05, 3:28 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » მარტი » 13 » ბოლოთქმა
5:16 AM
ბოლოთქმა

არა, ეს მე არ მომიგვრია თქვენთვის ნაღველი,
მე არ ვყოფილვარ სამშობლოსაგან ღირსი გაცემის,
ეს მზის აღლუმი ელვარებდნენ მელნის ლაქები
და ლაპლაოებდნენ, ვით მოცხარის მწიფე მარცვლები.

და სისხლი ჩემი აზრების და ჩემი რვეულის
გაჟღენთილიყო ფერით ძახველის,
განუყრელი ვართ აწი მე და ეს ძოწეული.
არა, ეს მე არ მომიგვრია თქვენთვის ნაღველი.

ეს წუხელ მწუხრი ირწეოდა სასოწარკვეთით,
სულაწეწილი მოწიწებით გიწნავდათ მახეს,
ეს ჩრდილი მაჯას გასინჯავდათ, წნელით გაკვეთილ
ღობეზე მდგარი მინდვრებისკენ იშვერდით სახეს
და წრიალებდით კუტიკარის წებოს აკრული
სულ წალეკილი ნაცრით, ვარდით და კარბუნკულით.

ეს მთელმა სთველმა მიწებებულ იარლიყებით
წნორების მიღმა, მზის ცხელ გულზე დახრილ თვალებით
ბეჭდით დალუქა განიერი მკერდი ბურლაკის
და დაწვა თქვენი კაბები და მოსართავები.

ავიწროებდნენ ერთურთს თქვენთა წამწამთ ისრები.
ეს მრგვალი რკალი გამოქანდა რქაწაშვერილი,
წამახულ წვეტით გადალეწა ბაღის შვერილი,
ეს დასავლეთმა ჩაგიწმახნათ თმებში ალმასი
შემოწუილდა და გაგშორდათ წამსვე გაღმასვლით.
გამეწამულდნენ მოწიწებით ჟოლოს ღაწვები...
ეს მე არ, ეს თქვენ... თქვენი ეშხით და სილამაზით.
ბორის პასტერნაკი

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 460 | დაამატა: baqari-lasha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]