პარასკევი, 2024-03-29, 1:55 AM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » მარტი » 13 » ერთხელ...
5:13 AM
ერთხელ...

ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო:
ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა,
ალბათ...
ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი:
"უზრდელი ხარო”–მომახალა,
არც ისე წყნარად.
ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს
გაუგებრობა...
ჩემი ბრალი არ იყო მართლაც,
ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს
და იმის შემდეგ არ მინახავს,
გამქრალა სადღაც.

ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი,
ეს იყო ცივი შიში...
და ამის შემდეგ რეალობა ყველგან ხელს მიშლის.

ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი(ვიყავი მთვრალი),
მაშინ როდესაც კოჭლმა ირონიამ ჩამიქირქილა და ჩამიკრა თვალი.

ერთხელ მოვტაცე უსასრულობას ნორჩი სხეული მხოლოდ, მხოლოდ?!
და სულიც, მაგრამ მივაბარე ორივე სოდომს.

ერთხელ შევცოდე... უფალს ჩავხედე თვალებში ჟინით
და ამის შემდეგ მარადისობა თავზე მენგრეოდა რისხვით.

ერთხელ ვინატრე გაგება და ნაყინი მარწყვით
ყინული, ქარი...
ერთხელ გახდა ყოველივე ნათქვამზე ცხადი.

ერთხელ შევცდი... არა მრავალჯერ, იყოს თუნდ ასე,
სანანებელი არაფერი გამიხდება ამ ქვეყანაზე.

ერთხელ მივხვდი სიზიფე ვარ და ისევ `მაგრამ:”
ყველაზე საშინელი მაინც სიკვდილია,
როცა გაგიღიმებს ცალყბად.

ერთხელ, ყველაფერი ეს იყო ერთხელ,
როცა ამერია გზები:
როცა ვიდამპლე და როცა ვიუხეშე,
ანგელოზს მოვტეხე ფრთები.

როცა ანგელოზმა თვალები გამისწორა,
თვალები–სავსე ცრემლით,
როცა ამღვრეულ გუბეს ერწყმოდა
სისხლი მოტეხილი ფრთების.

როცა სიძულვილმა რისხვით გადმოხეთქა,
ზევით, სამოთხიდან წვიმად,
როცა ერთხელ მივხვდი, ის რაც ერთხელ მოხდა,
ერთხელ სიცოცხლედაც ღირდა.

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1141 | დაამატა: baqari-lasha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]