პარასკევი, 2024-04-19, 8:37 AM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » მარტი » 13 » სიცარიელე
5:12 AM
სიცარიელე

კარიბჭეები, ცათამბჯენები
ცხრაკლიტულები...
ცდება გონება–
როცა ყველაფერს რაღაც აკლდება,
როცა ყველაფერს რაღაც შორდება.
ილუზიები, მწველი თვალები,
გაშლილი ფეხები...
გამოცხადება!
ნაკბენი ტუჩზე, ლაქები ლურჯი,
გამოზლაზნდება–გარდაიცვლება.
კარზე კაკუნი, ფეხის ჭრიალი
და მარტოხელა, ავი ყმუილი,
ღამის პეპლები, ხეთა ჩრდილები,
ღია კარები... მზერა... დუმილი...
ამოუცნობი, ცოტა პირქუში,
მთელ ღამეს მასთან ყოფდი სარეცელს,
კრთოდა სახეზე ღიმილის ნერვი,
მის გარდა ყველას ზურგი აქციე,
მის გარდა ყველამ ზურგი გაქცია,
მის გარდა ყველა არის მაქცია,
მის გარდა ყველა შენი მტერია,
ნოტიო აზრში რაღაც სენია!
და მაინც, მძიმე არის ბურუსი,
ხანდახან ხდება, ცდება გონებაც,
შემოგეხევა მუქ ტანზე კაბა,
ნოტიო ვნება, სიამოვნება,
ცივი კანკალი და გაჟრჟოლება
და გამოცლილი ბოთლი:
აღარც ჯინი ზის მასში შემცბარი,
არც სითხე, მორჩა ომიც...
მორჩა ომი და მას სცვლის მეორე,
ახალი ომი სულ სხვა:
ომი მძიმე და ომი სასტიკი,
ომი მოძალადე მდგმურთან!
ღია ფანჯრები, ღია კარები...
რა მწარედ შეცდი მაშინ:
“–ჩემო ძვირფასო, როცა შეუშვი
სიცარიელე სახლში!”

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1081 | დაამატა: baqari-lasha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]