ხუთშაბათი, 2024-04-25, 1:04 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » მარტი » 13 » ,,მაინც ლოცვები’’
5:11 AM
,,მაინც ლოცვები’’

გალობა ანგელოზთა–

სხვა მხრივ სიჩუმე,

ჩამქრალი სინათლე–

მხოლოდ სანთლები

არავინ სულიერი–

კედლებზე ფრესკები,

არც ერთი მომლოცველი–

და მაინც ლოცვები,

ღმერთისგან შენდობილი

ამ ქვეყნის ცოდვები,

ტაძრის შუაგულში

ცოლ–ქმრად შეუღლება,

გული მიყვარხარო

სხვა გულს ეუბნება.

ცრემლი დაცემულა

პატარძლის კაბაზე

ცრემლებს უელვია

ნეფის ამაყ თვალზე,

ცრემლებს უცვივნია

მაყართა თოლებიდან

სიკეთის ცრემლები

მოდის დღეს გულიდან

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1151 | დაამატა: baqari-lasha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]